ხვალ, 23 დეკემბერს 17:00 საათზე ონლაინ ფორმატით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა კომპანიების Fireflies-ის და Amosa-ს წარმომადგენლებთან. Fireflies ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ეხმარება საერთაშორისო კომპანიებს ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრებაში, ხოლო კომპანია Amosa ღვინის საერთაშორისო კომპანიაა რომელიც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და საახალწლოდ მარკეტინგით დაინტერესებულ სტუდენტებს სთავაზობს კონკურსს:
საახალწლო პროექტი ამოსასგან - გაათავისუფლე ქართული ღვინო
პროექტის მიზანია გავახალისოთ ქართული ღვინის ინდუსტრია, ვებრძოლოთ სტერეოტიპებს და შემოვიტანოთ ბაზარზე ახალი იდეები.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, პირველი - რატომ არის ქართული ღვინო თანამედროვეობისთვის საინტერესო - მონაწილეებმა უნდა ააწყონ პრეზენტაცია და წარმოადგინონ შემდეგ მეილზე: info@gwt.ge
მონაწილეობა შესაძლებელია როგორც წყვილში ასევე ინდივიდუალურად
შეფასების კრიტერიუმები:
- ლოგიკა
- მესიჯების ორიგინალურობა
- სტრუქტურული გამართულობა
- პრეზენტაციის ვიზუალი
- ფაქტობრივი სიზუსტე
მომდევნო ეტაპზე გადასული მონაწილეები კი შეიკრიბებიან ვორქოფზე და ადგილზე მოუწევთ თავი გაართვან სხვადასხვა ტიპის დავალებებს. გამარჯვებული დაჯილდოვდება ფულადი პრიზით 1000ლ-ის ოდენობით და ასევე გახდება კომპანიის ღვინის ელჩი.
კონკურსის დეტალებსა და მარკეტინგის შესახებ პრაქტიკული რჩევების მისაღებად გაიარეთ რეგგისტრაცია ონლაინ შეხვედრისთვის:
https://forms.gle/H1EdePeoGhwyRsLG9